Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება - დამწყები აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება - დამწყები აუდიტორი
მომწოდებელი: TaxInfo ჯგუფი
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / ბოლო ვადა: 02 მარტი
ბიზნეს საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია "TaxInfo" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას დამწყები აუდიტორის პოზიციის დასაკავებლად.

სტაჟირების ადგილი - ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი მე-9 სართული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით (დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ჩათვლით);
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
** საოფისე პროგრამა Excel-ის სრულყოფილი ცოდნა;

დამატებითი (არასავალდებულო) მოთხოვნები (პრიორიტეტულობის მიხედვით):

** ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ცოდნა;
** ფასს სტანდარტების ცოდნა;
** საგადასახადო დაბეგვრის პრინციპების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა.

მოვალეობები:

** ბუღალტრული/ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიებში;
** საგადასახადო-აღრიცხვა ანგარიშგება: საგადასახადო დეკლარაციების და სხვა სავალდებულო ინფორმაციის წარდგენა;
** მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიების აღრიცხვა-ანგარიშგების საგადასახადო/ფინანსური აუდიტი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდის უნიკალურ შანსს: დროის მცირე პერიოდში მოახდინოთ ერთდროულად ფინანსურ და საგადასახადო აღრიცხვა ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში საფუძვლიანი ცოდნა-გამოცდილების დაგროვება;
** საუკეთესო სამუშაო პირობებს;
** უფასო ტრეინინგებს საგადასახადო კანონმდებლობაში;
** სტაჟირების დამთავრების შემდეგ დამწყები აუდიტორის პოზიციაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას

დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ:

** ვაკანსიის დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება დამწყები აუდიტორის პოზიციის დასაკავებლად;
** სამუშაოს ტიპი: სრული;
** სამუშაო ანაზღაურება: 1000 ლარი (net, გადასახადების გარეშე);
** სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე;
** სამუშაო საათები: 10:00-19:00, ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-17:00, პარასკევი (სამუშაო საათები შეიძლება არაარსებითად კორექტირდეს აპლიკანტის მოთხოვნისამებრ);
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი მე-9 სართული.

შერჩევის პროცედურა:

1 ეტაპი: რეზიუმეს განხილვა და ტესტირებაზე დასაბარებელ კანდიდატთა შერჩევა;
2 ეტაპი: შეჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და ტესტირება ბუღალტრულ აღრიცხვაში;
3 ეტაპი: ფინალური გასაუბრება

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ 2026 წლის 2 მარტის ჩათვლით გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: taxinfo.ge@gmail.com

პერსონალურ მონაცემთა დაცვა:

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "ქართული ბიზნეს კონსალტინგ ჯგუფის" (ს/ნ 404379203) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების სრული დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე