Робота для біженців з України
გაყიდვების მხარდაჭერის სატელეფონო სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მხარდაჭერის სატელეფონო სპეციალისტი
მომწოდებელი: Estemed
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / ბოლო ვადა: 19 მარტი
კომპანია "Estemed" ეძებს პასუხისმგებლობიან, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მხარდაჭერის სატელეფონო სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას პოტენციურ პარტნიორებთან და ხელს შეუწყობს გაყიდვების გუნდის ეფექტურ მუშაობას.

სამუშაო მოვალეობები:

** სატელეფონო კომუნიკაცია პოტენციურ კლიენტებთან და პარტნიორებთან
** კომპანიისა და პროდუქციის საწყისი პრეზენტაცია
** შეხვედრების დაგეგმვა გაყიდვების გუნდისთვის
** საკონტაქტო ბაზის მართვა, განახლება და სისტემატიზაცია
** კომუნიკაციის შედეგების დაფიქსირება და რეპორტინგი
** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა მიმდინარე პროცესებში

მოთხოვნები:

** ინგლისური ენა — C1 დონე (აუცილებელია)
** რუსული ენა — სასაუბრო დონეზე
** გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სტრესგამძლეობა და ინტენსიურ რეჟიმში მუშაობის უნარი
** სწრაფი ადაპტაცია და ახალი ინფორმაციის ათვისების უნარი
** შედეგზე და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა
** აუცილებელია სატელეფონო გაყიდვების ან ქოლცენტრში მუშაობის გამოცდილება

პირობები:

** ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი,
** ფიქსირებული ანაზღაურება 600ლარიდან (გამოცდილების მიხედვით) + ბონუს სისტემა
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო
** ძლიერი და პროფესიონალური გუნდი
** ულიმიტო სასაუბრო დრო

გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე : t.sanadze@estemed.ge

შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე