Робота для біженців з України
მშენებლობის ხარისხის კონტროლის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მშენებლობის ხარისხის კონტროლის მენეჯერი
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / ბოლო ვადა: 19 მარტი
მსხვილი სამშენებლო კომპანია ეძებს მშენებლობის ხარისხის კონტროლის მენეჯერს.

ადგილმდებარეობა: აბანოთუბანი, ორთაჭალა

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტზე ხარიხის კონტროლი და უზრუნველყოფა;
** ხარისხის კონტროლის დოკუმენტაციის (ტესტირების ოქმების, მასალების წარმომავლობის სერტიფიკატების და ა.შ) წარმოება და შეთანხმება;
** პროექტით დადგენილი სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** მშენებლობის პროცესში აქტიურად ჩართულობა;
** ქვეკონტრაქტორი კომპანიების სამუშაოების ზედამხედველობა;
** სამუშაო მეთოდოლოგიის მომზადებაში ჩართულობა (კომპეტენციის ფარგლებში) და მეთოდოლოგიის მიხედვით ხარისხის პროცედურების უზრუნველყოფა;
** შეუსაბამობის ოქმის შედგენა (საჭიროების შემთხვევაში) და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკურ სფეროში;
** სამშენებლო პროექტებზე მუშაობის 3-5 წლიანი გამოცდილება;
** პროექტის დოკუმენტაციასთან და ნახაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე (MS office);
** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა.

უნარები:

** დროის ეფექტურად მართვა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** სამუშაოს ორგანიზება;
** პრობლემის გადაწყვეტა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე LS@CPG.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 1 მარტი 2026 წ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე