|
დასახელება:
სამშენებლო პროექტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ჯი თი სი ქონსთრაქშენი
|
|
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 19 მარტი
|
"ჯითისი ქონსთრაქშენი" სამშენებლო ბაზარზე მრავალი წელია ოპერირებს. კომპანიის მიმდინარე ანგარიშზეა 400 000 მ2-ზე მეტი სამშენებლო მოცულობის განხორციელებული პროექტები.
პოზიცია : სამშენებლო პროექტის მენეჯერი
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამშენებლო ობიექტის სრული ზედამხედველობა
** მშენებლობისა და შიდა სარემონტო სამუშაოების პროცესების სრული მართვა და კონტროლი
** პროექტის და საინჟინრო ნახაზების (არქიტექტურული, კონსტრუქციული, საინჟინრო ქსელები და სხვა) დეტალური შესწავლა და ანალიზი
** საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობის კონტროლი მიმდინარე სამუშაოებთან
** გეგმა-გრაფიკის ყოველდღიური და ყოველკვირეული შესრულების კონტროლი
** პროექტთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა
** მიმდინარე პრობლემების დროული იდენტიფიცირება და ეფექტური რეაგირება
** დროის, ადამიანური და მატერიალური რესურსების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა
** ქვეკონტრაქტორებისა და ბრიგადების საქმიანობის კოორდინაცია
** პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა და შესრულების კონტროლი
** ხარჯთაღრიცხვების ანალიზი და ხარჯების ოპტიმიზაცია
** ბიუჯეტური გადახრების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება
** შესრულებული სამუშაოების ფინანსური ანალიზი და ანგარიშგება
** დამკვეთთან მუდმივი კომუნიკაცია და პროექტის პროგრესის წარდგენა
** თათბირების ორგანიზება და მონაწილეობა (შიდა და დამკვეთთან)
** შეხვედრების ოქმების მომზადება და შესრულების კონტროლი
** ოფიციალური წერილების, მოთხოვნების, განმარტებებისა და ანგარიშების მომზადება და გაგზავნა
** საპროექტო ცვლილებების შეთანხმება და დოკუმენტირება
** სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოება (მასალის ჩამოწერა, აქტები და სხვა)
** შესრულებული სამუშაოების ფორმა №2-ის და ჩამოწერების შედგენა
** ტაბელისა და დაზღვეულთა სიის წარმოება და კონტროლი
** ტექნიკის დოკუმენტაციის, დღიურებისა და ბრიგადების მომსახურების ღირებულების მონაცემების იურისტთან გადაგზავნა
** ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის კონტროლი
** სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში მყოფი პირების კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტაციის/ყოველთვიური აქტების დროული უზრუნველყოფა
** მასალების დროული შეკვეთა პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე
** საქმეთა მწარმოებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შესყიდვების დაგეგმვა
** მასალების გამოყენებისა და ჩამოწერის კონტროლი
** სამუშაოების დასრულების შემდეგ აღმოჩენილი ხარვეზების იდენტიფიცირება და გამოსწორების პროცესის მართვა
** ხარისხის კონტროლის მიერ მითითებული ხარვეზების აღმოფხვრის მონიტორინგი და ვადების განსაზღვრა
** შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მითითებების შესრულების მონიტორინგი
** სამუშაოების ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** სამშენებლო ნორმებისა და ტექნიკური რეგლამენტების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება (უპირატესობა - სამშენებლო მიმართულებით)
** სამშენებლო სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება
** მინიმუმ ერთი დასრულებული პროექტის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** საპროექტო და საინჟინრო ნახაზების (გეგმები, ფასადები, ჭრილები, კვანძები) კითხვისა და ანალიზის უნარი
** ბიუჯეტირების და ფინანსური კონტროლის გამოცდილება
** MS Project ან სხვა პროექტის მართვის პროგრამის ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: ArchiCAD, AutoCAD, MS Excel, MS Word, MS PowerPoint
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე careers@gtc.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
|
|
|
|