Робота для біженців з України
საქმეთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საქმეთა მწარმოებელი
მომწოდებელი: ჯი თი სი ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / ბოლო ვადა: 19 მარტი
"ჯითისი ქონსთრაქშენი" სამშენებლო ბაზარზე მრავალი წელია ოპერირებს. კომპანიის მიმდინარე ანგარიშზეა 400 000 მ2-ზე მეტი სამშენებლო მოცულობის განხორციელებული პროექტები.

პოზიცია : საქმეთა მწარმოებელი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და ყოველდღიური კოორდინაცია
** სამუშაო პროცესის კონტროლი პროექტის, ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით
** სამშენებლო ბრიგადების მართვა და დავალებების გადანაწილება
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი
** სამუშაოების ვადების მონიტორინგი და გრაფიკის დაცვა
** სამშენებლო მასალების გახარჯვის კონტროლი და რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა
** მასალების აღრიცხვის წარმოება და გადახარჯვის პრევენცია
** ყალიბის ობიექტზე შემოტანისა და გატანის კონტროლი
** ყალიბის რაოდენობის ოპტიმიზაცია და სწორი ბრუნვის უზრუნველყოფა
** შესრულებული სამუშაოების გეომეტრიული ზომების შემოწმება პროექტთან შესაბამისობაში
** მასალებისა და რესურსების საჭიროების განსაზღვრა
** ქვეკონტრაქტორებთან კომუნიკაცია და მათი სამუშაოს კონტროლი
** უსაფრთხოების ნორმების დაცვა და მონიტორინგი ობიექტზე
** შესრულებული სამუშაოების აქტების მომზადებაში მონაწილეობა
** პრობლემების დროული იდენტიფიცირება და ოპერატიული გადაწყვეტა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით
** სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** სამუშაო ნახაზებისა და პროექტების წაკითხვის უნარი
** გეომეტრიული კონტროლის პრაქტიკული გამოცდილება
** სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა
** გუნდური მართვის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office); სასურველია AutoCAD-ის ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზებულობაArchiCAD-ისა და AutoCAD-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა,

ანაზღაურება: კვალიფიკაციის და შეთანხმების მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე careers@gtc.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე