"ვილბურ ჰოლდინგი" მოიცავს საცალო გაყიდვებს (მათ შორის IZIPIZI, Giggles, Ø Store), სტუმარმასპინძლობას (BRØD, BRØD the Bakery, Bellhop Hotel), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს. კომპანია ასევე გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და კომპანიის შიდა ბენეფიტებს.
საცხობის, BRØD the Bakery-ს გუნდში ვეძებთ მცხობელის დამხმარეს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #67
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე, გრაფიკები 05:00-14:00 და 14:00-23:00.
თვიური ანაზღაურება: 1300 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ობიექტის მენიუში არსებული პროდუქციის მომზადება, მცხობელების დახმარება
** ცომის მოზელვა, ფორმირება, გამოცხობა, მიზან-პლასისა და მარაგების მომზადება
** ცხობის პროცესის მონიტორინგი, საცხობში დადგენილი სტანდარტებით მუშაობა
** სამზარეულოს სისუფთავის და ჰიგიენის დაცვა HACCP-ის სტანდარტების მიხედვით
** სასაწყობე პროდუქტების მიღება საჭიროებისამებრ
** საცხობის/სამზარეულოს მოწყობილობების უსაფრთხოდ და სწორად გამოყენება
** საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები
** პასუხისმგებლიანობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მოგვწეროთ, ან თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Wilbour Holding-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|