|
დასახელება:
მძღოლი
|
| მომწოდებელი:
ფაბრიკა 1900
|
|
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 19 მარტი
|
"ფაბრიკა 1900" გოფრირებული მუყაოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში.შესაფუთ მასალას, რომელსაც კომპანია ქმნის არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერტიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებით.
"ფაბრიკა 1900" ეძებს გუნდის ახალ წევრს - მძღოლი
ვაკანტური თანამდებობის შესახებ:
** სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია თბილისიდან და გორიდან)
** სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** დამკვეთებისთვის პროდუქციის დროული და ხარისხიანი მიწოდება;
** გადასაზიდი პროდუქციის ვიზუალური დათვალიერებით შეფასება და მითვლა, ასევე მომხმარებლისთვის ჩაბარება;
** მანქანის ძარაზე საქონლის სწორად დალაგება-განაწილება;
** ავტო-მანქანის მოწესრიგებულობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მართვის მოწმობის C კატეგორია;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება;
** ტრანსპორტირება;
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@fabrica1900.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მძღოლი".
რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "ფაბრიკა 1900"-მა დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.
"ფაბრიკა 1900" გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|