Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=702516&print=yes&view=jobs
 
საწვავმზიდის მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწვავმზიდის მძღოლი
მომწოდებელი: კაზ ფროფერთი მენეჯმენტი
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / ბოლო ვადა: 19 მარტი
შპს "კაზ ფროფერთი მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას საწვავმზიდის მძღოლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: საქართველო, ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება განისაზღვრება კონკრეტული კანდიდატის გამოცდილებისა და შესაბამისი კომპეტენციის გათვალისწინებით;

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სიცოცხლის დაზღვევა;
** ულიმიტო სასაუბრო დრო;

ფუნქცია-მოვალეობები:

** გამოცხადდეს დროულად სამსახურში (ავტოფარეხში)
** შეამოწმოს და დაქოქოს ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტოცისტერნა)
** განრიგის მიხედვით გამოცხადდეს დასატვირთად შესაბამის ნავთობბაზაში.
** მოახდინოს დატვირთვის დროს მეთვალყურეობა და დაიცვას შინაგანაწესით დადგენილი ნორმები.
** ასევე დაიცვას უსაფრთხოების ნორმები.
** დატვირთვის შემდეგ მოახდინოს ტვირთის გადატანა წინასწარ განსაზღვრული მითითებული მიმართულებით ავტოგასამართ სადგურზე.
** ტვირთის მიტანისა და დაცლის დროს მოახდინოს მეთვალყურეობა და იმოქმედოს ავტოგასამართი სადგურის მენეჯერთან შეთანხმებულად.
** ტვირთის დაცლისა და სამუშაოს დასრულების შემდეგ დაბრუნდეს ავტოფარეხში და გააჩეროს ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტოცისტერნა).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საწვავმზიდის (უნაგირა-საწევარას) შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა (E კატეგორია), განიხილება B, C კატეგორიებიც.
** მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 4 (ოთხი) წელი.

უნარ-ჩვევები:

** ენერგიულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** სტრესულ სიტუაციაში მოქმედების და რეაგირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალების მიმართ დაკვირვებულობა;
** პუნქტუალურობა.

ჩვენს კომპანიაში გელით მეგობრული გარემო. თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ყველა საჭირო რესურსით, რათა ეფექტურად და წარმატებით შეასრულოთ თქვენი სამსახურებრივი მოვალეობები. გისურვებთ წარმატებას და იმედს ვიტოვებთ, რომ გახდებით ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vepkhvadzegegi@gmail.com; სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

კომპანია თანამშრომელთა შერჩევის პროცესს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპების დაცვით.

რეზიუმეს გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ფარგლებში, დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს თქვენი პერსონალური მონაცემები (CV) არაუმეტეს 12 თვის ვადით - მხოლოდ დასაქმებასთან დაკავშირებული პროცესების წარმართვის მიზნით. მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ შრომითი ან სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზანს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია