Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=702492&print=yes&view=jobs
 
რეგიონული სავაჭრო აგენტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონული სავაჭრო აგენტი
მომწოდებელი: ქართული აგრო სახლი
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / ბოლო ვადა: 19 მარტი
სს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ, უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".

ვაკანსია — რეგიონული სავაჭრო აგენტი (ბათუმი)

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებში შეკვეთების ფორმირება და აღება
** პროდუქციის მიწოდება კომპანიის ავტოტრანსპორტით
** პროდუქციის მიღება, დასაწყობება და განაწილება
** კლიენტებთან ურთიერთობის დამყარება და პროდუქციის პრეზენტაცია
** ბაზრის მონიტორინგი და გაყიდვების ანალიზი
** ყოველდღიური რეპორტინგი
** ახალი ობიექტების მოძიება და ქსელის განვითარება
** მარკეტინგული აქტივობების შესრულება და კონტროლი

კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს:

** თანამშრომლის საპენსიო შენატანის (2%) დაფარვას
** ჯანმრთელობის დაზღვევას საუკეთესო პირობებით
** კომპანიის პროდუქციაზე ფასდაკლებებს
** პერიოდულ საჩუქრებსა და სხვადასხვა კორპორაციულ აქტივობებში მონაწილეობას

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@gah.ge და ელ.ფოსტის subject-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია