|
დასახელება:
ქსელურ მაღაზიებთან ურთიერთობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ქართული აგრო სახლი
|
|
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 19 მარტი
|
სს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ, უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".
ვაკანსია — ქსელურ მაღაზიებთან ურთიერთობის მენეჯერი (თბილისი)
ძირითადი მოვალეობები:
** ქსელურ მაღაზიებთან ურთიერთობა და შეკვეთების მართვა
** პროდუქციის სწორად წარმოდგენის კონტროლი (ბრენდირებული თაროები, გონდოლები და ა.შ.)
** გაყიდვების პროცესში არსებული ხარვეზების გამოვლენა
** ბაზრის მონიტორინგი და კონკურენტების ანალიზი
** მერჩენდაიზერებთან კოორდინაცია და ინფორმაციის გაცვლა
** მარკეტინგული აქტივობების მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** საოფისე პროგრამების ცოდნა
კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს:
** თანამშრომლის საპენსიო შენატანის (2%) დაფარვას
** ჯანმრთელობის დაზღვევას საუკეთესო პირობებით
** კომპანიის პროდუქციაზე ფასდაკლებებს
** პერიოდულ საჩუქრებსა და სხვადასხვა კორპორაციულ აქტივობებში მონაწილეობას
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@gah.ge და ელ.ფოსტის subject-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
|
|
|
|