"ექსპორტის განვითარების ასოციაცია" აცხადებს ტენდერს: მზის ენერგიის სისტემის შესყიდვა და მონტაჟი, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე არსებული ბუნგალოების განახლებადი ენერგიით უზრუნველყოფის მიზნით.
ვაშლოვანის დაცული ტერიტორია მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში და წარმოადგენს ეკოლოგიურად სენსიტიურ ზონას, სადაც შეზღუდულია ცენტრალიზებულ ელექტროენერგიასთან წვდომა. აღნიშნული ტენდერის მიზანია მზის ენერგიაზე დაფუძნებული ავტონომიური ელექტროენერგიის სისტემის შესყიდვა, მიწოდება, მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება, რომელიც უზრუნველყოფს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე მდებარე ბუნგალოების და მასთან არსებული ინფრასტრუქტურის უწყვეტ და უსაფრთხო ელექტრომომარაგებას.
სატენდერო პირობები და მოთხოვნები დეტალურად იხილეთ თანდართულ ფაილში.
გთხოვთ, თქვენი წინადადებები წარმოადგინოთ ელ ფოსტაზე nini@eda.org.ge, არაუგვიანეს 26 თებერვალი, 18:00 სთ.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
|