|
დასახელება:
UV დანადგარის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
პატიო არტი
|
|
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 19 მარტი
|
გახდი "პატიო არტის" გუნდის წევრი — ვეძებთ UV დანადგარის ოპერატორს!
გაინტერესებს თანამედროვე ბეჭდვის ტექნოლოგიები? გიყვარს ტექნიკური სამუშაოები და ზუსტი, ხარისხზე ორიენტირებული პროცესი?
მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა!
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების მიხედვით
ლოკაცია: თბილისი, ჟიული შარტავას 35/37
რას გააკეთებ ჩვენთან:
** იმუშავებ UV ბეჭდვის დანადგართან
** მოამზადებ ფაილებს ბეჭდვისთვის და გააკონტროლებ ფერის სიზუსტეს;
** აკონტროლებ ბეჭდვის პროცესს
ითანამშრომლებ დიზაინისა და წარმოების გუნდთან პროექტების დროულად შესრულებისთვის.
ვის ვეძებთ:
** გაქვს ტექნიკურ სამუშაოებთან მუშაობის გამოცდილება (UV ბეჭდვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** იცნობ გრაფიკულ პროგრამებს (CorelDRAW);
** ხარ დეტალებზე და ხარისხზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობიანი და პუნქტუალური ხარ;
** შეგიძლია გუნდურად მუშაობა და დროის ეფექტურად მართვა;
** მზად ხარ ახალი ტექნოლოგიების შესასწავლად.
სარეკლამო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სურვილის შემთხვევაში ადგილზე გასწავლით ყველაფერს!
როგორ შემოგვიერთდე:
გამოაგზავნე შენი CV: Hr@patioart.ge ან დაგვიკავშირდი 591 92 00 00
წარმატებები!
შემოდი გუნდში, სადაც შენი შრომა ფასდება და პროფესიული განვითარება რეალურია!
|
|
|
|