Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=702480&print=yes&view=jobs
 
ზოგადი ხელოსანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ზოგადი ხელოსანი
მომწოდებელი: პატიო არტი
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / ბოლო ვადა: 19 მარტი
გახდი "პატიო არტის" გუნდის წევრი — ვეძებთ ზოგად ხელოსანს!

გიყვარს ტექნიკური სამუშაოები? ხარ ენერგიული და ახალი ცოდნის მიღების სურვილი გაქვს?

მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა!

ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების, მიხედვით
ლოკაცია: თბილისი, ჟიული შარტავას 35/37

რას გააკეთებ ჩვენთან:

** ჩაერთვები გარე რეკლამის და მოცულობითი ასოების დამზადება/მონტაჟში;
** სტიკერებისა და ბანერების მონტაჟი/დემონტაჟი;
** იმუშავებ წარმოებაში და დაეხმარები სარეკლამო აბრების აწყობაში;
** საჭიროების შემთხვევაში, იმოგზაურებ საქართველოს მასშტაბით მონტაჟებზე

ვის ვეძებთ:

** ტექნიკური სამუშაოების მინიმალური გამოცდილება გაქვს (ან სურვილი გაქვს ისწავლო ადგილზე);
** გაქვს ინტერესი სარეკლამო სფეროს მიმართ და სწრაფად სწავლობ ახალ საქმეებს;
** ხარ მიზანდასახული, პასუხისმგებლობიანი და ენერგიული;
** შეგიძლია გუნდურად და მეგობრულ გარემოში მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებული და შედეგზე ორიენტირებული ხარ
** სარეკლამო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, მაგრამ სურვილის შემთხვევაში ყველაფერს ადგილზე გასწავლით!

როგორ შემოგვიერთდე:

გამოაგზავნე შენი CV: Hr@patioart.ge ან დაგვიკავშირდი ნომერზე 591920000

წარმატებები !

არ გამოტოვო შანსი — შემოდი გუნდში, სადაც შენი შრომა დაფასებულია და განვითარება რეალურია!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია