Робота для біженців з України
მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერი
მომწოდებელი: რბილი ავეჯის საწარმო
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / ბოლო ვადა: 19 მარტი
რბილი ავეჯის საწარმო ორხევში, ეძებს ენერგიულ და ორგანიზებულ მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სამეურნეო საკითხების მართვაზე.

ძირითადი მოვალეობები

** კომპანიის საჭიროებების მიხედვით შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება
** მიმწოდებლებთან კომუნიკაცია და ფასების/პირობების მოლაპარაკება (საქართველოსა და საზღვარგარეთ)
** საწყობის მარაგების კონტროლი და კომპანიის თანამშრომლების სამუშაო მასალებით უზრუნველყოფა.
** ტვირთის ადგილობრივი და საერთაშორისო ტრანსპორტირების დაგეგმვა და კოორდინაცია
** მძღოლთან/მიწოდების გუნდთან კოორდინაცია

სავალდებულო მოთხოვნები

** სამუშაო გამოცდილება შესყიდვებში, საწყობის მართვაში ან ლოჯისტიკაში
** მაღალი ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულად და ინგლისურად (ინგლისური ჩაითვლება უპირატესობად)
** საბაზისო ცოდნა Excel/Google Sheets-ში
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდთან მუშაობის უნარი

პირობები

** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 დან 19:00 საათამდე
** ანაზღაურება: 1500 ლარი
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი, ჩანტლაძის მეორე ჩიხი N6

კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად: Pillowpruduction@gmail.com

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე