|
დასახელება:
ქცევითი თერაპევტი
|
| მომწოდებელი:
ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის
|
|
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
"ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის" აცხადებს ვაკანსიას ქცევითი თერაპევტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. საგურამო
სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით შეთანხმებული გრაფიკი
გამოქვეყნების თარიღი: 2026 წლის 19 თებერვლიდან
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით
ძირითადი მოვალეობები:
** ბავშვის/მოზარდის განვითარებისა და ადაპტიური ფუნქციონირების დონის შეფასების პროცესში მონაწილეობა;
** წლიური გეგმის შესაბამისად ქცევითი თერაპიის სეანსების ჩატარება;
** მუშაობის ინდივიდუალური განრიგის შედგენა და მართვა;
** შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა სპეციალური ფორმით;
** სამუშაო გარემოს მომზადება;
** ქცევითი თერაპიის სეანსებისათვის საჭირო სამუშაო მასალების დამზადება
სავალდებულო უნარ-ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:
** უმაღლესი განათლება, სასურველია სოციალურ მეცნიერებათა სფეროში (ფსიქოლოგია, მეტყველების თერაპია, ოკუპაციური თერაპია, მედიცინა, პედაგოგიკა);
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (წერა, კითხვა, მეტყველება);
** კარგი კომუნიკაციის უნარი, კონფლიქტების გადაჭრისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** კეთილსინდისიერება;
** სხვადასხვა დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel) პრაქტიკული ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
P.S. სასურველია კანდიდატს ჰქონდეს ქცევის გამოყენებითი ანალიზის - ABA ცოდნა, დამატებით ორგანიზაცია უზრუნველყოფს ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო თეორიული და პრაქტიკული კურსის დაფინანსებას
დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე/ავტობიოგრაფია), სამოტივაციო წერილი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დიპლომის) და ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის (არსებობის შემთხვევაში) ასლები ელექტრონულ მისამართზე Contact.head.ge@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
საბუთების მიღება წარმოებს 19 თებერვლიდან 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 598 45 45 63;
საკონტაქტო პირი: სოფიო კუპატაძე
ელფოსტა: Contact.head.ge@gmail.com
კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტების გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.
|
|
|
|