|
დასახელება:
სამედიცინო წარმომადგენელი/ჯგუფის ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
ევროპული ფარმაცევტული კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 19 მარტი
|
ევროპული ფარმაცევტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის/ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე
ლოკაცია: თბილისი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, იმერეთი, აჭარა, სამეგრელო
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და პროფესიული უნარების შესაბამისად;
კონკურენტუნარიანი ანაზღაურება, ევროს ეკვივალენტში;
** გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე;
** ანაზღაურების სისტემა: ფიქსირებული ხელფასი, შემდგომში ზრდადი ბონუსების მექანიზმით;
** დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა.
მთავარი მოვალეობები:
** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან და ფარმაცევტებთან
** კომპანიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზება, ჩატარება
** გაყიდვების დაგეგმვა და ანალიზი
** გუნდის მართვა და განვითარება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სპეციალისტებთან (ნევროლოგია, ფსიქიატრია, გასტროენტეროლოგია,) და ოჯახის ექიმებთან თანამშრომლობის პრაქტიკული გამოცდილება;
** გასაუბრების ეტაპზე სავალდებულოა პრეზენტაციის წარდგენა საკუთარი მუშაობის პრინციპებისა და პროფესიული ხედვის შესახებ;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამების (MS Office და სხვა) ცოდნა.
პიროვნული უნარები და კომპეტენციები:
** მაღალი ორგანიზებულობა, ეფექტური კომუნიკაციის უნარი და ინიციატივის გამოვლენის მზადყოფნა;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული მუშაობის სტილი და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** სტრესულ და დინამიკურ სამუშაო გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
საკონტაქტო ელფოსტა: te.va.pharmaceutical.ge@gmail.com
|
|
|
|