|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
მერქანი
|
|
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 19 მარტი
|
კომპანია "მერქანი" 25 წელია საქართველოს ბაზრისათვის აწარმოებს ავეჯსა და ოთახშორის კარებს. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს თანამედროვე ევროპული დანადგარებით დაკომპლექტებულ მსხვილ საწარმოსა და კარის შოურუმს საწარმოს ტერიტორიაზე, ავჭალაში, შუშის ქუჩა #38-ში.
კომპანია "მერქანი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი
** სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი
** საშუალო ანაზღაურება: 2000 ლარი, ხელზე ასაღები პლუს ბონუსი გაყიდვებიდან.
განსახორციელებელი საქმიანობა:
** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** კომპანიის მომხმარებლებისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის გაყიდვა და კომპანიის დაგეგმილ აქციებში მონაწილეობის მიღება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** აუცილებელია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელური და აქტიური;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული
ჩვენ გთავაზობთ: სასიამოვნო სამუშაო გარემოს
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV (აუცილებლად ფოტოსურათით) შემდეგ მისამართზე: datusha@merkaniart.ge
|
|
|
|