|
დასახელება:
ბრენდ მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
პრესტიჟ ლუქსი
|
|
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 01 მარტი
|
ესთეტიკური ცენტრი "პრესტიჟ ლუქსი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი:
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო დრო: 5 სრული და 1 ნახევარი სამუშაო დღე კვირაში.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** ცენტრის პროდუქციის ბრენდების (პერმანენტული მაკიაჟისა და ტატუს პიგმენტების, სახარჯი და დამხმარე მასალის, აქსესუარებისა და ინვენტარის) ცნობადობის გაზრდა საქართველოში
** ბრენდის განვითარების სტრატეგიის შექმნაში მონაწილეობის მიღება
** ბრენდის მარკეტინგული კამპანიებისა და ივენთ ღონისძიებების დაგეგმარებაში ჩართულობა, საორგანიზაციო საკითხების დაგეგმარება/ორგანიზება
** შესყიდვების პროცესში ჩართულობა
** შემოსული დოკუმენტაციის რეგისტრაცია და სისტემატიზაციის კონტროლი/მართვა
** გაყიდვების ზრდის სტრატეგიის შემუშავება, მიზნების დასახვა და მონიტორინგი
** გაყიდვების შედეგების ანალიზი და მათი გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა
** ბრენდების ამბასადორებთან ეფექტური თანამშრომლობა, მათი გაყიდვებისა და შედეგების ანალიზი
** ადგილობრივი ბაზრის ტენდენციების შესწავლა და კონკურენტების მონიტორინგი
** ბრენდის პოზიტიური იმიჯის შენარჩუნება და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა
** კორესპონდენციის მიღება და გადაგზავნა (ელ.ფოსტა, ფოსტა, კურიერი)
** მიღებული პროდუქციის პროგრამაში შეყვანა
** შეკვეთების მოთხოვნების დამუშავება/მართვა
** მარაგების კონტროლი
** კორპორატიულ კლიენტებთან და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობა
** პარტნიორების, კლიენტებისა და პოტენციური კლიენტების დეტალური კონსულტაცია, მომსახურებისა, პროდუქციისა და სიახლეების შესახებ;
** პარტნიორებთან, კლიენტებთან და პოტენციურ კლიენტებთან დაკავშირებული ჩანაწერების გაკეთება/კონტროლი/მართვა და მონაცემთა ბაზის განახლება/მართვა
** შიდა დოკუმენტაციის წარმოება/განახლება
** მასალებისა და ინვენტარის ინვენტარიზაცია/მართვა
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა
** მეილზე და სოციალურ ქსელში მოსულ კითხვებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება
** თანხების კონტროლი/მართვა და სალარო აპარატთან/ტერმინალთან მუშაობა
** რეპორტინგის წარმოება
** ხელმძღვანელობისგან მოცემული დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
** სასაწყობე ან პროცესების მართვის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
** გამართული ქართულისა და რუსული/ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით არანაკლებ 3 წლისა
** გაყიდვების სტრატეგიების მართვის გამოცდილება
** გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები
აუცილებელი თვისებები:
** ანალიტიკური უნარები გაყიდვების და შედეგების შესაფასებლად
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა
** კომუნიკაბელურობა
მდებარეობა: ქ.თბილისი, ექვთიმე თაყაიშვილის ქ.1ა (ვაკე)
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ მისამართზე: luxe@prestigeluxe.ge
სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ბრენდ მენეჯერი".
CV-ები მიიღება 2026 წლის 1 მარტამდე.
|
|
|
|