Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=702405&print=yes&view=jobs
 
CNC ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: CNC ოპერატორი
მომწოდებელი: ჯეორჯიან პროდაქტს
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 18 მარტი
დეკორატიული ავეჯის მწარმოებელი კომპანია "Georgian Products"-ი (GEOP), წარმატებით ფუნქციონირებს 2014 წლიდან და წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საწარმოს საქართველოში. ორგანიზაცია სპეციალიზირებულია ცხოველებისთვის განკუთვნილი ავეჯის წარმოებაში და ახორციელებს ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე.

დღევანდელი მდგომარეობით, "Georgian Products"-ი აერთიანებს დაახლოებით 450 თანამშრომელს. ორგანიზაცია ეფუძნება მაღალი ხარისხის სტანდარტებს და მუდმივად ორიენტირებულია ზრდასა და განვითარებაზე.

"Georgian Products"-ი (GEOP) აცხადებს ვაკანსიას CNC ოპერატორის პოზიციაზე.

** სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნადარეიშვილის ქ. N66
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
** ანაზღაურება: 1400 GEL

ძირითადი მოვალეობები:

** CNC ფრეზის მანქანებზე ნაწარმის დამუშავება და სრული ოპერაციული ციკლის შესრულება;
** CNC მანქანებზე დამუშავებული ნაწარმის მექანიკური წმენდა;
** საწარმოში მიმდინარე საქმიანობაში ჩართულობა და საჭიროების შემთხვევაში დახმარების აღმოჩენა;
** საწარმოში სისუფთავისა და სამუშაო უსაფრთხოების წესების დაცვაში დახმარება;
** წარმოების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა ოპერატორების მხარდაჭერა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** CAD/CAM პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** G-CODE_თან მუშაობის გამოცდილება;
** GSK 25_თან მუშაობის გამოცდილება;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: Hr@geopro.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "CNC ოპერატორი".

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია