Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: აითი თექ
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 18 მარტი
"IT Tech" არის მოწინავე IT ინტეგრატორი საქართველოში, რომელიც კომპანიებს სთავაზობს IT ინფრასტრუქტურას და წარმატებით ეხმარება ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტიან დანერგვასა და განვითარებაში.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://ittech.ge/about-us/

შ.პ.ს "აითი თექ" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი N113გ.

კომპანია გთავაზობთ:

** სამუშაო გრაფიკი - 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი);
** ანაზღაურება - 2000-2500 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით);
** განვითარების შესაძლებლობას IT სექტორში;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ);

ფუნქცია-მოვალეობები:

** B2B მარკეტინგული სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება/შესრულება კომპანიის მიზნებთან შესაბამისობაში;
** მარკეტინგული ბიუჯეტის გაწერა და ხარჯვის მონიტორინგი;
** გუნდთან ურთიერთშეთანხმებული მუშაობა;
** IT ბაზრის, კონკურენტებისა და სამიზნე ინდუსტრიების კვლევა;
** სამიზნე სეგმენტების (B2B აუდიტორია) განსაზღვრა და Value Proposition-ის მკაფიო ფორმირება;
** ლიდების გენერაციის კამპანიების დაგეგმვა და მონიტორინგი (LinkedIn, Google, Email, Content Marketing);
** კონტენტ მარკეტინგის მართვა;
** გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** კომპანიის ციფრული არხების განვითარების მხარდაჭერა;
** მარკეტინგის ავტომატიზაციის და CRM მონაცემების გამოყენება კამპანიების ოპტიმიზაციისთვის;
** ვენდორებთან და დისტრიუორებთან ერთად ღონისძიებების ორგანიზება;
** შესრულებული აქტივობების შედეგების გაზომვა და რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება B2B ან IT მარკეტინგში;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** სასურველია CRM და მარკეტინგის ავტომატიზაციის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნება და მარკეტინგული მაჩვენებლების (CPL, CAC, Conversion Rate) გაგება;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@ittech.ge და აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე