Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=702393&print=yes&view=jobs
 
ფინანსური ანალიტიკოსი - გარდაბანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: გარდაბნის თბოსადგური 2
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
ენერგეტიკული კომპანია შპს "გარდაბნის თბოსადგური 2" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

პირობები:

** ყოველთვიური ანაზღაურება: 4000-5000 ლარი, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
** სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 10:00-17:00 სთ, შესვენება 1 საათი;
** სამუშაო ადგილი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. 2ბ
** ტრანსპორტირება: უზრუნველყოფს კომპანია ქ. თბილისი და რუსთავის სხვადასხვა ლოკაციიდან

ბენეფიტები:

** უსაფრთხო და კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა;
** კორპორატიული მობილური ტელეფონის ნომერი ყოველთვიური ლიმიტითა და შეღავათიანი ტარიფებით;
** პროფესიული ტრენინგების დაფინანსება;

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადება და ანალიზი;
** გარე აუდიტორებთან ეფექტური კომუნიკაცია და აუდიტის პროცესში მონაწილეობა;
** ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობა და ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი;
** ლიკვიდურობის ანალიზი და ფულადი ნაკადების დაგეგმვა;
** ფულადი სახსრების მოძრაობის (Cash Flow) ანალიზი;
** თვის და წლის დახურვის პროცესებში აქტიური ჩართულობა;
** ფინანსური პროცესების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავება და განახლება;
** ფინანსური დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან/და ფინანსების მიმართულებით;
** ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** ფინანსური ანგარიშგების პრინციპებისა და IFRS სტანდარტების ცოდნა;

გამოცდილება: ანალოგიურ ან/და მსგავს თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე, გუნდური მუშაობის უნარი;
** დისციპლინირებულობა;
** ორგანიზებულობა.

მოცემულ ვაკანსიაზე განაცხადის წარმოდგენის მიზნით, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@tpp.ge არაუგვიანეს 2026 წლის 28 თებერვლისა, გთხოვთ Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

შენიშვნა:

** კანდიდატის მიერ განაცხადის ფარგლებში წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "გარდაბნის თბოსადგური 2"-ის მიერ (ს/კ: 426529759) (მათ შორის, უფლებამოსილი პირების მეშვეობით), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. კანდიდატი განაცხადის წარმოდგენით ეთანხმება ზემოაღნიშნულს. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@tpp.ge
** დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას.
** გთხოვთ არ შემოიტანოთ აპლიკაცია, თუ თქვენი განათლება და კვალიფიკაცია არ შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია