Робота для біженців з України
შემთხვევის მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შემთხვევის მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: თვითობა 2025
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
ა (ა)იპ "თვითობა 2025" აცხადებს კონკურსს "განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში" შემთხვევის მართვის მენეჯერის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ქალაქ თბილისში.

ა (ა)იპ "თვითობა 2025" წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების, ზრდასრულების მხარდასაჭერად. მათი პიროვნული და სოციალური უნარების განვითარებისა და გაძლიერებისათვის.

ორგანიზაციის დეკლარირებული მისიაა, გააძლიეროს იმ ადამიანების ხმა, ვისი ხმაც ან არ, ან ძალიან სუსტად ისმის.

შემთხვევის მართვის მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:

** რთული ქცევის შეფასება;
** ბენეფიციარის განვითარების შეფასება და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენა;
** ბენეფიციარის ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა;
** ბენეფიციართან მომუშავე სპეციალისტებისთვისა და ოჯახის წევრებისათვის რეკომენდაციების მიწოდება და მხარდაჭერა;
** ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით საჭირო უნარების განვითარება და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერა;
** ბავშვისა და ოჯახის წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
** ინდივიდუალური ზრუნვის განმხორციელებელი პირების სამუშაოს მონიტორინგი;

კანდიდატის კვალიფიკაცია:

** ქცევითი თერაპევტი (მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილებით);
** აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში (სასურველია მაგისტრი).

პიროვნული უნარები:

** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პუნქტუალობა და დროის მენეჯმენტის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი.

ორგანიზაცია იზრუნებს თქვენი პროფესიული ცოდნის განვითარებაზე უწყვეტი სუპერვიზიითა და პერიოდული ტრენინგების გზით.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1) CV
2) ქცევის გამოყენებით ანალიზში გავლილი ტრენინგის/ტრენინგების დამადასტურებელი სერტიფიკატის დასკანერებული ვერსია;
3) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი;
4) დიპლომის დასკანერებული ვერსია

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 28 თებერვალი.

გასაუბრებები იწარმოებს პარალელურად: კანდიდატთა საბოლოო შერჩევამდე.

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: myselfgeorgia@gmail.com. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დარეკეთ: 599113358
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე