|
დასახელება:
პრისეილერი
|
| მომწოდებელი:
Leomar Trading
|
|
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 18 მარტი
|
"Leomar Trading" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის თანამდებობაზე.
პოზიციის მოკლე აღწერა
განსაზღვრულ მარშრუტზე გაყიდვების გეგმის შესრულება, არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზის განვითარება, პროდუქციის სწორი წარმოდგენა და თაროზე განლაგების კონტროლი კომპანიის სტანდარტების შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** გაყიდვების გეგმის შედგენა და მისი შესრულებისთვის ეფექტური სტრატეგიის შემუშავება;
** განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით კლიენტებთან ვიზიტი და შეკვეთების მიღება/გაწერა;
** არსებული პროდუქციის შეთავაზება და ახალი პროდუქციის ეფექტური პრეზენტაცია;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული სპეციალური აქტივობების განხორციელება;
** არსებული და პოტენციური კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება;
** ახალი კლიენტების მოძიება და მყიდველთა ბაზის გაფართოება;
** კლიენტების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება;
** პროდუქციის თაროზე განლაგება წინასწარ განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად;
** თაროზე წილის (Share of Shelf) და მერჩენდაიზინგის კონტროლი;
** მარშრუტებზე დასმული გეგმების შესრულება და გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა;
** ხელმძღვანელისთვის ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგის მომზადება მიმდინარე გაყიდვებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია FMCG სექტორში, გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
** მოლაპარაკების და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
** შედეგზე ორიენტირებულობა და გაყიდვების ზრდაზე ფოკუსირება;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** მოქმედი მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** პირადი ავტომობილი (სასურველია).
ანაზღაურება:
** ფიქსირებული ხელფასი: 2000 ლარი (ხელზე ასაღები)
** დამატებითი ბონუსები გაყიდვების შედეგების მიხედვით
საკონტაქტო ელფოსტა: info@leomartrading.ge
|
|
|
|