Робота для біженців з України
კომერციული დირექტორის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული დირექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: RSM Georgia Solutions
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 15 მარტი
კომპანია "არესემ საქართველო სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"არესემ საქართველო სოლუშენსი" წარმოადგენს ERP სისტემების იმპლემენტაციასა და ბიზნეს პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციაზე ორიენტირებულ კომპანიას.

კომპანია უზრუნველყოფს ორგანიზაციებისთვის თანამედროვე ERP გადაწყვეტილებების იმპლემენტაციას, რომლებიც ერთიან პლატფორმაზე აერთიანებს ძირითად ოპერაციულ და ფინანსურ პროცესებს, ზრდის გამჭვირვალობას, აუმჯობესებს მართვის ხარისხს და უზრუნველყოფს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას.

ERP გადაწყვეტილებების გარდა, კომპანია ასევე ქმნის დამოუკიდებელ პროგრამულ პროექტებსაც, რომლებიც მორგებულია სხვადასხვა ინდუსტრიის მრავალფეროვან ბიზნეს მოთხოვნებზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაქარია ფალიაშვილის 85
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (სრული)

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** კომერციული დირექტორის მხარდაჭერა გაყიდვების პროცესების დაგეგმვასა და კოორდინაციაში;
** არსებული გაყიდვების ბაზების მართვა, სისტემატიზაცია და განახლება;
** გაყიდვების მონაცემების შეგროვება და რეპორტების მომზადებაში მხარდაჭერა;
** კომერციული შეთავაზებების მომზადება (commercial proposal);
** შიდა გუნდებთან კოორდინაცია კომერციული მიზნების ეფექტურად მისაღწევად;
** კომერციული დირექტორის მხარდაჭერა სხვა ადმინისტრაციულ და ყოველდღიურ საქმიანობაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ასისტენტის/ადმინისტრაციული ასისტენტის ან გაყიდვების მხარდაჭერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე career@rsm.ge 2026 წლის 15 მარტის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე