|
დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
სამედიცინო ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 18 მარტი
|
სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტერის პოზიციაზე.
მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას N16
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
** ხელფასების და სხვა ხარჯების დარიცხვა;
** ფინანსური ფორმების შევსება;
** სალაროს აღრიცხვა, კონტროლი და მართვა;
** საგადასახადო დეკლარაციების შევსება და ატვირთვა;
** მონაწილეობის მიღება ინვენტარიზაციის პროცესში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
** სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული სისტემის (eTreasury) ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel); ORIS.
** მოქმედი ფინანსური, საგადასახადო და შრომის კანონმდებლობის ცოდნა;
** ფინანსური რისკების შეფასებისა და შიდა კონტროლის პროცედურების ცოდნა;
** ამავე პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, პრიორიტეტულია სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენო რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე infodiomedi@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით.
|
|
|
|