Робота для біженців з України
აუდიტის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აუდიტის ასისტენტი
მომწოდებელი: ქუდოს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 15 მარტი
ფინანსური სერვისების საერთაშორისო კომპანია "Kudos Georgia" აცხადებს ვაკანსიას აუდიტის ასისტენტის (A2) პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** აუდიტის პროცესის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** აუდიტის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
** აუდიტის პროცესთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
** Kudos International Network-ის მიერ შემუშავებული აუდიტის მეთოდოლოგიის სრულფასოვანი გამოყენება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფინანსური აუდიტის დეპარტამენტში ან ბუღალტერიის დეპარტამენტში/ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ACCA (ჩაბარებული წიგნები) ჩაითვლება პრიორიტეტად;
** IFRS და ISA სტანდარტების საბაზისო ცოდნა;

ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 61, ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა"
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში ერთი დღე დისტანციური)
ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე 2025 წლის 15 მარტამდე წარმოადგინოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kudos.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს "ქუდოს ჯორჯიამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე