Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=702354&print=yes&view=jobs
 
დანადგარის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: ვესტ ინვესტი
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 18 მარტი
კომპანია "ვესტ ინვესტ" — საქართველოს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანია (2006 წლიდან). კომპანია ნახევარფაბრიკატების საწარმოში ეძებს დანადგარის ოპერატორს.

ვაკანსია: დანადგარის ოპერატორი

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოო დანადგარებისა და მოწყობილობების ოპერირება და მართვა
** საწარმოო პროცესის კონტროლი და განსაზღვრული ნორმების დაცვა
** პროდუქციის ხარისხის ვიზუალური შემოწმება წარმოების პროცესში
** დანადგარების პრევენციული მოვლა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** ტექნიკური გუნდთან კოორდინაცია გაუმართაობის შემთხვევაში
** საწარმოო ანგარიშების და ჩანაწერების წარმოება
** უსაფრთხოების წესებისა და სანიტარული ნორმების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია საწარმოო სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე (სასურველია)

საჭირო უნარები:

** დანადგარებთან მუშაობის პრაქტიკული უნარი
** ყურადღებიანობა და სიზუსტე დეტალებში
** სწრაფი რეაგირების და პრობლემის გადაჭრის უნარი
** გუნდში მუშაობის და კომუნიკაციის უნარი

ანაზღაურება: 1 600 ლარი
ჯანმრთელობის დაზღვევა
დამატებითი სხვა ბენეფიტები
სამუშაო საათები: 08:00 — 17:00
დასვენება: შაბათი და კვირა
სამუშაო ადგილი: თბილისი, სამგორის რაიონი

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "დანადგარის ოპერატორი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "ვესტ ინვესტ", მა "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია