Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=702334&print=yes&view=jobs
 
ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ფინანსური ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 18 მარტი
საკონსულტაციო კომპანია "ფინანსური ლაბორატორია", აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათი
სამუშაო ადგილი: თბილისი

პიროვნული თვისებები:

** კარგი ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური რეპორტების მომზადება, მათი ზუსტი და დროული წარდგენის უზრუნველყოფა უშუალო ხელმძღვანელთან;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა /დამუშავება;
** სხვადასხვა ანალიტიკური ანგარიშგებისა და შეფასებების მომზადება მენეჯმენტისთვის;
** ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა / კოორდინაცია და ანალიტიკა;
** კომპეტენციის შესაბამისი სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელი:

** უმაღლესი განათლება ფინანსური მიმართულებით;
** ფინანსური რეპორტების აწყობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

სასურველი: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).

გამოცდილების კატეგორია:

** საშუალო დონის მენეჯერი
** დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შერჩევა შედგება რამდენიმე ეტაპისგან:

** I ეტაპი: რეზიუმეების გადარჩევა
** II ეტაპი: ტესტირება
** III ეტაპი: გასაუბრება კომპანიის მმართველ პარტნიორებთან

თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: Tamar.Arveladze@FinLab.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. ხოლო მეილში - თქვენთვის სასურველი მინიმალური გროს ჰონორარი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია