|
დასახელება:
ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
BMT
|
|
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 18 მარტი
|
აუდიტორული და საკონსულტაციოა კომპანია "BMT" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
თუ ხარ დეტალებზე ორიენტირებული და გსურს სტაბილურ გარემოში პროფესიული ზრდა, ეს ვაკანსია შენთვისაა
** ნაღდი ფულისა და საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების მოძრაობის ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
** საგადახდო დავალებების შექმნა და საბანკო ოპერაციების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
** დებიტორ-კრედიტორების ნაშთის კონტროლი;
** საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა ან/და საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა;
** ძირითადი საშუალებების მიღებისა და ცვეთის დარიცხვის ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
** სახელფასო და საბონუსე ვალდებულებების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
** გადასახადის გადამხდელის მოწმობის არ მქონე ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
** სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ასახვა და კონტროლი ერთ კონკრეტულ ბუღალტრულ პროგრამაში;
** მიღებული/გაცემული სასესხო ვალდებულებებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების/შემოსავლების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
** შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის დამუშავება და ბუღალტრულ პროგრამაშია სახვა;
** ნებისმიერი სახის ხელშეკრულების შესწავლა და კონსულტაციების განხორციელება საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით;
** არაელექტრონული დოკუმენტაციის დამუშავება და ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
** სტატისტიკის ეროვნულ სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმების შევსება;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად დეკლარაციების/გაანგარიშებების მომზადება;
** საპენსიო შენატანის დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (ვაჭრობის სფეროში)
** "Oris ბუღალტერიაში"და ფინას საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
** MS Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე
** მაღალი პასუხისმგებლობის დონე
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა და ოპერატიულობა
სამუშაო ადგილი: თბილისი, კრწანისის ქუჩა II შესახვევი
გამოაგზავნე რეზიუმე მეილზე: info@bmt.ge.
|
|
|
|