Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=702322&print=yes&view=jobs
 
ბექ ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბექ ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: მონოლით ჯგუფი
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 18 მარტი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "მონოლით ჯგუფი" ეძებს გუნდის წევრს ბექ ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების შემდგომი მომსახურების პროცესების ადმინისტრირება
** კლიენტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, დამუშავება და კონტროლი
** თვის ჭრილში ნასყიდობის ხელშეკრულებების აღრიცხვა და ხელმოწერილი ხელშეკრულებების მიწოდება ფინანსური დეპარტამენტისთვის (იუსტიციის სახლიდან).
** შესაბამისი ხელშეკრულებების, აქტების და სხვა შესაბამისი დოკუმენტების მომზადება
** დოკუმენტების დასკანერება, ელექტრონული და ფიზიკური არქივის წარმოება
** მონაცემების ბაზაში ინფორმაციის შეტანა და განახლება
** კლიენტებთან კომუნიკაცია საჭირო ინფორმაციის მიწოდებისა და პროცესების კოორდინაციის მიზნით.
** გაყიდვების, იურიდიულ და ფინანსურ დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა.
** პარტნიორ ბანკთან კავშირი (საკადასტრო კოდზე იპოთეკის მოხსნა/დადების კონტროლი)
** შიდა ანგარიშგებებისა და ადმინისტრაციული დოკუმენტების მომზადება
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და სტანდარტების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** MS Office პროგრამების ცოდნა
** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება
** უცხო ენების ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@monolith.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მოწოდებით, თქვენ ეთანხმებით შპს "მონოლით ჯგუფი პლუსის" და მისი ჯგუფის კომპანიების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას თქვენი დასაქმების მიზნებისთვის და ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა, ასევე დამუშავდეს, ჩვენს ორგანიზაციაში მომავალ სამუშაო შესაძლებლობებზე ინფორმირებისა ან სხვა პოზიციაზე დასაქმების მიზნით, თუ თქვენი მხრიდან არ არის მსგავს შემთხვევებზე თანხმობა გამოხმობილი.

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს უსაფრთხოდ, ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ შესაბამისი პერსონალისთვის და ისინი შეინახება გონივრული ვადით. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი მონაცემების სისწორეზე, ნებისმიერმა ცრუ ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი განაცხადის უარყოფა ან დასაქმების შემდგომ დისციპლინური პასუხისმგებლობა.
თქვენ გაქვთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული ყველა უფლებამოსილება. თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით შეკითხვების/მოთხოვნების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე: hr@monolith.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია