|
დასახელება:
ავიაბილეთების ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
FlyAvia.Ge
|
|
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 18 მარტი
|
"FlyAvia.Ge" აცხადებს ვაკანსიას ავიაბილეთების ოპერატორის პოზიციაზე.
"FlyAvia.Ge" - მომხმარებლებზე მორგებული ავიაბილეთების სააგენტოა რომელიც ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან წარმატებით ოპერირებს, ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის იაფი ავიაბილეთების და საუკეთესო სამოგზაურო გამოცდილების შეთავაზებაა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბახტრიონის 11ბ;
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ, შაბათი: 10:00-15:00 სთ;
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + მაღალი საბონუსე სისტემა (2500+ ლარის გამომუშავების შესაძლებლობით)
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის ავიაბილეთების ფასების გადამოწმება, შეთავაზება და გამოწერა;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია - ოფისში, სოციალურ ქსელების, სატელეფონო ზარების და ონლაინ ჩათის მეშვეობით;
** პოტენციურ მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარება და გრძელვადიან თანამშრომლობის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა;
** მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა რესურსების გამოყენებით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** Amadeus სადაჯავშნო სისტემის ცოდნა;
** ონლაინ სადაჯავშნო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office - ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
** გაყიდვების კარგი უნარ-ჩვევები;
** მომხმარებელთა მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა)
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის მენეჯმენტის კარგი უნარი;
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: manage@flyavia.ge და ელექტრონული წერილის ველში
(Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ავიაბილეთების ოპერატორი". კანდიდატი გამოცდილების გარეშე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ
აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|