Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=702307&print=yes&view=jobs
 
რეგიონული მენეჯერი - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონული მენეჯერი
მომწოდებელი: Way Mart
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 18 მარტი
"ვეი მარტი" აცხადებს ვაკანსიას რეგიონული მენეჯერის თანამდებობაზე.

მდებარეობა: კახეთი;
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00მდე
ანაზღაურება: 1, 875 ₾- თვეში (გადასახადების ჩათვლით); ბონუსი 400-500 ლარი

მოვალეობები:

** კომპანიის ყველა წესის და სტანდარტის დაცვის კონტროლი პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით;
** მაღაზიაში მიმდინარე ოპერაციების აღრიცხვა, კოორდინაცია და კონტროლი;
** საწყობში პროდუქტის მიღება-ჩაბარების, სალაროს მუშაობისა და აღწერის მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების უშუალო მართვა, კონტროლი/ზედამხედველობა და მათი ადმინისტრირება;
** კომპანიაში დანერგილ პროგრამაში მუშაობა, ნაშთების კონტროლი, მომწოდებლებთან ურთიერთობა, შეკვეთების წარმოება;
** ზრუნვა გაყიდვების ზრდაზე;

მოთხოვნები:

** განათლება - უმაღლესი
** გამოცდილება - მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება 1-2 წლიანი გამოცდილება
** ენები: ქართული აუცილებელი, რუსული ინგლისური - სასურველი
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის;
** უპირატესობა მიენიჭება სამუშაო გამოცდილებას საცალო ვაჭრობის სფეროში;
** MS Office პროგრამების კარგად ცოდნა.
** უპირატესობა მიენიჭება apex-ის პროგრამის გამართულად ცოდნას;

პერსონალური უნარ ჩვევები:

** ორიენტირებულობა დეტალებზე;
** დროის სწორად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** სხარტი და მოქნილი აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;

პირობები:

** ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული (1875 ლარი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით)
** ბონუსი: 500 ლარამდე

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ტრანსპორტირების ანაზღაურება
** კორპორატიული ნომერი;

გთხოვთ,  CV გამოგზავნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ პირობებს, ელფოსტაზე: smarketsvacancy@socar.ge და სათაურის  ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "რეგიონული მენეჯერის", სხვა შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია