Робота для біженців з України
ეფექტური მომსახურების და კომუნიკაციის ტრენერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ეფექტური მომსახურების და კომუნიკაციის ტრენერი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 06 მარტი
"PSP Pharma" ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.

დღეს "PSP" წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.

კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით.

თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.

"პსპ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ეფექტური მომსახურების და კომუნიკაციის ტრენერის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პსპ აფთიაქის თანამშრომლების კონსულტანტების და ფარმაცევტების ეფექტური კომუნიკაციის და მომსახურების უნარების გასაუმჯობესებლად სასწავლო პროგრამების განსაზღვრა, დაგეგმვა, კოორდინირება და უზრუნველყოფა;
** პსპ აფთიაქის თანამშრომლებისთვის ეფექტური მომსახურების და კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმატით ტრენინგ-მოდულების მომზადება, პროცესის ორგანიზება და ჩატარება:
** სატრენინგო ჯგუფების ფორმირებისთვის პსპ აფთიაქის პერსონალთან კომუნიკაცია. ტრენინგის მონაწილეთა დროული ინფორმირება სწავლებაში ჩართვასთან დაკავშირებით.
** სწავლების თემატიკით განსაზღვრული მასალების მუდმივი განახლება. სატრენინგო მასალის მოძიება, დამუშავება, მომზადება და ტრენინგის მონაწილეებისთვის მიწოდების უზრუნველყოფა;
** სწავლების შემდგომ შედეგების ანალიზი და უკუკავშირი. ანგარიშის მომზადება სწავლების ჩატარების, მონაწილეთა დასწრების, შეფასების (ტესტირების შედეგები) და ჩანაწერების შესახებ;
** სერვისის განვითარების სამსახურთან მუდმივი თანამშრომლობა ახალი ინფორმაციის მოპოვებისა და ტრენინგის მასალების განახლების მიზნით.
** პსპ აფთიაქის პერსონალის ატესტაციის პროცესში მონაწილეობა;
** მომსახურების და კომუნიკაციის თემაზე ტესტური საკითხების მომზადება პსპ აფთიაქის პერსონალის ატესტაციისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი), სასურველია ფსიქოლოგიის მაგისტრი;
** ტრენერად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ფორმალური და არაფორმალური განათლების სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** მომსახურების და გაყიდვების სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა; განსაკუთრებით Power Point და Word - ის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** დარგობრივი ცოდნა/კომპეტენტურობა;
** ორიენტაცია პროფესიულ ზრდა-განვითარებაზე;
** საქმიანობის კოორდინირების უნარი;
** არგუმენტირებული მსჯელობის/საკუთარი მოსაზრების მკაფიოდ ჩამოყალიბების და პრეზენტაციის უნარები;
** ცვლილებების მაღალი მიმღებლობა;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციის მართვის უნარი, გაწონასწორებულობა;
** აქტიურობა, ენერგიულობა, პოზიტიურობა, ეთიკურობა, კოლეგიალობა;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობა;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@psp.ge და "Subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 6 მარტი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე