|
დასახელება:
სამშენებლო ობიექტის გუშაგი
|
| მომწოდებელი:
Tempo Construction
|
|
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 18 მარტი
|
"Tempo Construction" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის გუშაგის თანამდებობაზე.
მდებარეობა: ბათუმი, საქართველო
სამუშაო ტიპი: 3 დღეში ერთხელ (ღამის ცვლაში მუშაობის გათვალისწინებით)
"Tempo Construction" — სამშენებლო კომპანია, რომელიც ოპერირებს ბათუმში და ახორციელებს ორ მასშტაბურ პროექტს: Queen`s Residence და Serenade by Tempo ახალი ბულვარის მიმდებარედ.
კომპანია ეძებს პასუხისმგებელ და ორგანიზებულ გუშაგს, რომელიც იზრუნებს ობიექტის უსაფრთხოებაზე არასამუშაო საათებში.
ძირითადი მოვალეობები:
** ობიექტზე უსაფრთხოების რეჟიმის დაცვა
** ობიექტზე შესასვლელი პუნქტების კონტროლი და მონიტორინგი
** პერსონალისა და ვიზიტორების შესვლის/გამოსვლის აღრიცხვა
** საეჭვო ან არალეგალური ქმედებების შესახებ დროული შეტყობინება კომპანიის ხელმძღვანელობასა და საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცავ სტრუქტურებს
** კამერების ან სიგნალიზაციის სისტემების მონიტორინგი
** უსაფრთხოების დღის/ღამის ჟურნალის ყოველდღიური შევსება
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სტრესულ სიტუაციებში სწორად რეაგირების უნარი
** სამუშაოს შესრულება ღამის ცვლაში
რას გთავაზობთ:
** ანაზღაურება - 900 ლარი
** სამსახურებრივი ფორმა
** მეგობრული სამუშაო გარემო
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tempoholding.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — "სამშენებლო ობიექტის გუშაგი".
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ინფორმაციის ელ. ფოსტაზე გაგზავნის გზით ადასტურებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. გამოგზავნილი რეზიუმეები ინახება კომპანიაში არაუმეტეს 6 თვისა და შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვა პოზიციების შესაფასებლად.
"ტემპო ქონსთრაქშენი" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|