Робота для біженців з України
სუპერმარკეტის უნივერსალი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუპერმარკეტის უნივერსალი მენეჯერი
მომწოდებელი: მ.ა.მ
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 18 მარტი
შპს "M.a.M" აცხადებს ვაკანსიას სუპერმარკეტის მენეჯერის თანამდებობაზე.

ანაზღაურება: 1500 ლარი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00, შაბათი 09:00-16:00, კვირაში ერთი დღე დასვენება
ლოკაცია: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტის თანამშრომლების ხელმძღვანელობა;
** თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო დისციპლინის დაცვა;
** მარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფა საქონლის ოპტიმალური რაოდენობითა და ასორტიმენტით;
** საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და სხვა ტიპის არსებული დოკუმენტაციის სრული კონტროლი;
** ფინანსური აქტივების ყოველდღიური კონტროლი;
** სამომხმარებლო მოთხოვნების შესწავლა;
** პერიოდული ანგარიშების წარმოება.

სამუშაოს აღწერა:

** მივლინებაში მყოფი მენეჯერების ჩანაცვლება
** თბილისში მდებარე ფილიალების დახმარება საჭიროებისამებრ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 6 თვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

უნარები:

** მართვის და ორგანიზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

კარიერული ზრდის შესაძლებლობა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ CV გამოგვიგზავნოთ მეილზე human.resource.m.a.m@gmail.com, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 557 666428.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე