|
დასახელება:
ღვინის ჩამოსხმის საამქროს მუშა
|
| მომწოდებელი:
ვაზიანი კომპანი
|
|
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 18 მარტი
|
"ვაზიანი კომპანი" წარმოადგენს მზარდად განვითარებად ღვინის კომპანიას, რომელმაც მყარად განამტკიცა თავისი პოზიციები საერთაშორისო ბაზარზე და დღეისათვის 15-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს ღვინის ექსპორტს. კომპანია აწარმოებს თითქმის ყველა დასახელების ცნობილ ქართულ ღვინოს, როგორც ევროპული, ასევე ტრადიციული ქართული ტექნოლოგიით ქვევრში.
შპს "ვაზიანი კომპანი" აცხადებს ვაკანსიას ღვინის ჩამოსხმის საამქროს მუშის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ღვინის ქარხანა, ქ. თელავი, მშვიდობის ქ. 42, სამუშაო გრაფიკი: 09.00 - 18.00
ფუნქცია-მოვალეობები:
** ღვინის ჩამოსხმის ხაზზე/კონვეირზე მუშაობა
** პროდუქციის ყუთებში ჩალაგება
** ჩამოსხმის საამქროს უფროსისგან მისი პოზიციის და კვალიფიკაციის შესაბამისად მიღებული სხვა დავალებები, ხელშეკრულების, შრომის შინაგანაწესისა და თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად.
მოთხოვნები:
** სქესი: ქალი/მამაკაცი
** განათლება: საშუალო
** უნარ-ჩვევები: საწარმოო პროცესების ცოდნა, კომუნიკაბელურობა
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია მსგავს სამუშაოზე მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: info@vazianicompany.com
ტელ: +995 322 904774
|
|
|
|