Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტრის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: FSG ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 05 მარტი
საკონსულტაციო აუდიტორული კომპანია "ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფი" (FSGROUP)-ი საქართველოს ბაზარზე 2004 წლიდან მოღვაწეობს და მომსახურებას უწევს მომხმარებლებს საბუღალტრო, აუდიტორულ, საკონსულტაციო, საშემფასებლო და იურიდიულ სფეროში.

"FSGROUP" სტაბილურობის გარანტია თანამშრომლების და მომხმარებლებისთვის.

"FSGROUP"-ს აცხადებს ვაკანსიას: მთავარი ბუღალტრის თანაშემწე

სამსახურის ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი.
სამუშაო პირობები: ყოველდღიური სამუშაოს ხანგრძლივობა 8 საათი.
ანაზღაურება: საწყის გამოსაცდელ ეტაპზე 1600 ლარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტით აღრიცხვის უნარები.
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა.
** ერთ-ერთ საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება. სასურველია "1C", -ში "ბალანსი"-ში, "ორის"-ში ან სხვა გავრცელებულ პროგრამებში.
** საბუღალტრო განყოფილებაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** ოფისის პროგრამების (Word, Excel) ცოდნა.

სამუშაო და მოთხოვნები:

** ბუღალტრული ჩანაწერების შესრულება.
** სასაქონლო მატერიალური მარაგების მოძრაობის აღრიცხვა.
** მთავარი ბუღალტრის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება, როგორიცაა: მასალების მიღების, გახარჯვის, წარმოების პროცესის ჩანაწერების, გამოსაყენებელი სასაქონლო მატერიალური მარაგების მიღების, გახარჯვის, კაპიტალიზებადი დანახარჯების აღრიცხვის შესრულება. აღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებული შიდა საბუთების (პირველადი საბუთების) შექმნა.
** პირველადი საბუთების მოწესრიგება და არქივის შექმნა მოთხოვნის მიხედვით. საბუთების წარდგენა შიდა და გარე მომხმარებლებთან.
** ხელფასების დარიცხვა, ხელფასთან დაკავშირებული ბუღალტრული ჩანაწერების შესრულება.
** ბანკის და სალარო ოპერაციების ჩანაწერების შესრულება.
** ძირითადი საშუალებების მოძრაობის აღრიცხვა, ცვეთის დარიცხვა.
** დებიტორებთან და კრედიტორებთან ნაშთების შედარება.
** ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული შედეგების აღრიცხვა, გადაფასებების შედეგების გამოთვლა და შესრულება.
** მოთხოვნისამებრ სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება.
** დეკლარაციების შევსებისთვის საჭირო ინფორმაციის შექმნა. დეკლარაციების შევსება.

კანდიდატმა შერჩევისთვის უნდა გაიაროს 3 ეტაპი:

** გასაუბრება.
** ტესტირება ზოგად უნარებში და ბუღალტრულ აღრიცხვაში.
** ტესტირება საგადასახადო დეკლარაციების შევსებაში.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი ავტობიოგრაფია (რეზიუმე) გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: consulting@fsgroup.ge. ელექტრონულ წერილს სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. რეზიუმეს გამოგზავნის საბოლოო ვადაა 2026 წლის 5 მარტი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე