Робота для біженців з України
სტაჟიორი საბუღალტრო განყოფილებაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი საბუღალტრო განყოფილებაში
მომწოდებელი: FSG ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 05 მარტი
საკონსულტაციო აუდიტორული კომპანია "ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფი" (FSGROUP)-ი საქართველოს ბაზარზე 2004 წლიდან მოღვაწეობს და მომსახურებას უწევს მომხმარებლებს საბუღალტრო, აუდიტორულ, საკონსულტაციო, საშემფასებლო და იურიდიულ სფეროში.

"FSGROUP" სტაბილურობის გარანტია თანამშრომლების და მომხმარებლებისთვის.

"FSGROUP"-ს აცხადებს ვაკანსიას: სტაჟიორი საბუღალტრო განყოფილებაში

გამოსაცდელი პერიოდი 6 თვე.
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი.
სამუშაო პირობები: ყოველდღიური სამუშაოს ხანგრძლივობა 8 საათი.
ანაზღაურება 600 ლარი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა.
** ოფისის პროგრამების (Word, Excel) ცოდნა

სასურველია ჰქონდეს:

** რომელიმე საბუღალტრო პროგრამის თეორიული ცოდნა
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა
** პასუხისმგებლობა, პროფესიული განვითარების და სწავლის სურვილი
** ჰქონდეს დამოუკიდებლად და გუნდთან მუშაობის უნარი.

კანდიდატმა შერჩევისთვის უნდა გაიაროს 3 ეტაპი:

** გასაუბრება.
** ტესტირება ზოგად უნარებში და ბუღალტრულ აღრიცხვაში.
** ტესტირება ოფისის პროგრამებში (Word, Excel).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი ავტობიოგრაფია (რეზიუმე) გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: consulting@fsgroup.ge. ელექტრონულ წერილს სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. რეზიუმეს გამოგზავნის საბოლოო ვადაა 2026 წლის 5 მარტი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე