|
დასახელება:
სხვადასხვა
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო Capo Verde
|
|
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 18 მარტი
|
სასტუმრო "Capo Verde" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
1 მიმტანი
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, მწვანე კონცხი, ბაღის ქ. 18
ძირითადი მოთხოვნები:
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მომსახურება;
** მენიუს შეთავაზება;
** კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
აუცილებელი უნარები:
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
2. სასტუმროს მიმღები/ადმინისტრატორი
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მიღება/განთავსებისა და გაცილების შესაბამის პროცედურების განხორციელება;
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
** სტუმართან ფულადი ანგარიშსწორების წარმოება;
** სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
პროფესიული მოთხოვნები:
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე/კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** სასტუმროების ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს ზოგადი ცოდნა.
პერსონალური მოთხოვნები:
** მომსახურების საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისა და კოლეგების მიმართ;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ენერგიული და მოტივირებული, თავაზიანი ღიმილით;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.
3. მზარეული
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, მწვანე კონცხი. ბაღის ქუჩა 18
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ორგანიზაციული მიზნების გათვალისწინებით სამზარეულოს მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგია/მიზნების დასახვა, სამუშაო პროცესის, პროდუქტის გაუმჯობესებისა და მაღალი სტანდარტების დანერგვის მიზნით
** სამზარეულოს ხარჯების კონტროლის უზრუნველყოფა;
** წარმოებისა და პროდუქტის ხარისხზე ზიანის მიყენების გარეშე, ხარჯების შემცირებაზე ზრუნვა;
** გეგმური ინვენტარიზაციის ჩატარება, შედეგების ანალიზი და საჭიროებისამებრ შესაბამისი ზომის მიღება
** სამზარეულოს ტექნოლოგიური ბარათებისა და კალკულაციების შედგენა
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მომზადებული კერძის/ნახევარფაბრიკატის მონიტორინგი, შედგენილი ტექნოლოგიური ბარათების/კალკულაციების საფუძველზე
** კერძების ხარისხის მუდმივი კონტროლი და პერიოდულად შესაბამისი ზომის მიღება
** პერიოდული შემოწმებების განხორციელება სურსათის უვნებლობის/ჰასპის სტანდარტების შესაბამისად, კომპანიაში დადგენილი წესით.
** პერიოდული შემოწმებების განხორციელება საკვების ვარგისიანობის, ვადების, შენახვის პირობებისა და ტემპერატურის კუთხით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აღნიშნულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
შერჩევის ეტაპები:
** განაცხადების გადარჩევა
** გასაუბრება
4. დიასახლისი
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, მწვანე კონცხი, ბაღის ქ. 18
ძირითადი მოთხოვნები:
** დასუფთავების ინვენტარისა და ქიმიური საშუალებების უსაფრთხოდ და სწორად გამოყენება
** ზედამხედველის მიერ გაცემული დავალებების შესრულება
** პრობლემების დაფიქსირება და ზედამხედველი პირის ინფორმირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** სისუფთავე და მოწესრიგებულობა
** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დიასახლისის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** დროულ ანაზღაურებას
** ორგანიზებულ სამუშაო პროცესს.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: capoverde.batumi@gmail.com. ან დაგვიკავშირდით 579 80 00 08. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|