Робота для біженців з України
პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: კრეატორს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 18 მარტი
სარეკლამო კომპანია "კრეატორს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას პროექტ მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიების მოძიება და ბაზის წარმოება;
** დამკვეთებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** პოტენციურ დამკვეთებთან შეხვედრა/ მოლაპარაკების წარმოება;
** პროექტის მიმდინარეობის კონტროლი დამკვეთთან შეთანხმებული ვადების, დიზაინის, ხარისხის შემოწმების მიზნით;
** სამუშაო პროცესში მონაწილეობა პროდუქტის სპეციფიკის შესაბამისად;
** ყოველდღიურად გეგმის წარმოება და რეპორტინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

** კრეატიულობა;
** ენერგიულობა;
** შრომისუნარიანობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი/ კომუნიკაბელურობა;
** საქმისადმი პასუხისმგებლობით მიდგომა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი.

გაყიდვებში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ანაზღაურება: ფიქსირებული 600 ლარი + შესრულებული პროექტის მოგების 10 %
სამუშაო გრაფიკი ორშაბათი-პარასკევი 11:00 დან 19:00 მდე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info.creators13@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე