Робота для біженців з України
მერჩენდაიზერების სუპერვაიზერი - დასავლეთ საქართველო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 15 მარტი
PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს მერჩენდაიზერების სუპერვაიზერის თანამდებობაზე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე (ბათუმი, ქუთაისი).

ძირითადი მოვალეობები:

** მართავს მერჩენდაიზერთა გუნდს შესაბამის ტერიტორიაზე; ყოველდღიურად, ყოველკვირეულად, ყოველთვიურად უსახავს მიზნებს თითოეულ მერჩენდაიზერს; აკონტროლებს მათ კლიენტთა ბაზების შესაბამისობას და მარშრუტის სიზუსტეს.
** ყოველთვიური აქტივობების კალენდრის მიხედვით ატარებს საველე ვიზიტებს. ამზადებს მერჩენდაიზერებს, ზედამხედველობს მათ მუშაობას და უზრუნველყოფს სამუშაო გრაფიკისა და დისციპლინის დაცვას.
** ამზადებს სტანდარტულ საველე და საოფისე ანგარიშებს.
** პასუხისმგებელია გუნდის ანგარიშების განახლებაზე, მერჩენდაიზერისთვის საჭირო ანგარიშების ოპერატიულ მიწოდებაზე და შევსებული ანგარიშების შენახვაზე ფიზიკური ან ელექტრონული სახით.
** აკონტროლებს მერჩენდაიზერებისთვის დასახული მიზნების შესრულებას, აწვდის მათ უკუკავშირს და სთავაზობს ეფექტურ გადაწყვეტილებებს მიზნების მისაღწევად.
** ახორციელებს მერჩენდაიზერებისთვის დასახული მაჩვენებლების შესრულების შეფასებას, დადგენილი წესების და ანგარიშების მიხედვით
** პასუხისმგებელია კომპანიის სავაჭრო დანადგარების მიზნობრივ გამოყენებასა და აღწერაზე კომპანიის სტანდარტების შესაბამისად და ხელმძღვანელთან შეთანხმებით
** აკონტროლებს გუნდის მიერ პროდუქციის გაყიდვების განვითარების მხარდამჭერი აქტივაციების ჩატარებას, დანადგარების განთავსებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას
** ავითარებს გუნდს, ადგენს პრიორიტეტებს მერჩენდაიზერის მუშაობის მიხედვით. ატარებს სამუშაო შეხვედრებს თითოეულ მერჩენდაიზერთან და ავითარებს ტერიტორიას სუპერვაიზერის სამუშაო რეგულაციებისა და მენეჯერის ყოველთვიური სამუშაო კალენდრის შესაბამისად; ატარებს ტრენინგებს თავისი გუნდისთვის, როგორც ოფისში, ასევე მარშრუტზე; ატარებს მერჩენდაიზერის სერტიფიცირებას.

კანდიდატის პროფილი:

** უმაღლესი განათლება სასურველია
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
** პრაქტიკული გამოცდილება გუნდის მართვის, კლიენტებთან ურთიერთობისა და მოლაპარაკებების წარმოების მიმართულებით
** ქართული ენა - თავისუფლად, სასურველია ინგლისური
** MS Office პროგრამების ცოდნა
** ძლიერი კომუნიკაციის უნარები
** შედეგებზე ორიენტაცია
** აუცილებელია მართვის მოწმობისა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომანქანის ქონა

რას გთავაზობთ?

** პროფესიონალთა გუნდთან ერთად განვითარება და დაწინაურების პერსპექტივა
** კონკურენტული ანაზღაურება და ბენეფიტები
** გადაადგილების ხარჯების უზრუნველყოფა (საწვავი, ავტომანქანის ცვეთა)
** ჯანმრთელობისა დაზღვევა
** ხელმძღვანელთა და გუნდის მუდმივი მხარდაჭერა

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 15 მარტამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე