Робота для біженців з України
სასტუმროს მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, მეტრო 300 არაგველის მიმდებარედ
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ხელფასი: 2000 - 2500 ლარი (გამოცდილების შესაბამისად) + ბონუსი

პოზიციის აღწერა:

35-ნომრიანი ბუტიკური ტიპის სასტუმრო თბილისში ეძებს გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სასტუმროს ოპერაციული, ფინანსური და ადმინისტრაციული პროცესების ეფექტურ მართვაზე, მომსახურების მაღალი სტანდარტის შენარჩუნებასა და ბიზნესის მომგებიანობის ზრდაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს ყოველდღიური ოპერაციების სრული მართვა
** პერსონალის მართვა: შერჩევა, გადამზადება, სამუშაო გრაფიკების შედგენა და ა.შ.
** მომსახურების ხარისხის კონტროლი და სტუმრების კმაყოფილების მუდმივი გაუმჯობესება
** ფინანსური პროცესების ზედამხედველობა: ხარჯების კონტროლი, შემოსავლების ანალიზი
** გაყიდვებისა და შემოსავლების მართვა (ADR, Occupancy, RevPAR)
** OTA პლატფორმებთან (Booking.com, Expedia და სხვ.) და კორპორატიულ პარტნიორებთან ურთიერთობა
** ფასების პოლიტიკისა და სეზონური სტრატეგიის შემუშავება
** მომწოდებლებთან მოლაპარაკება და კონტრაქტების მართვა
** სასტუმროს სტანდარტების, შიდა პოლიტიკისა და უსაფრთხოების წესების დაცვა
** ხელმძღვანელობასთან რეგულარული რეპორტინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასტუმროს მენეჯერის ან ოპერაციული მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ბუტიკური ან საშუალო ზომის სასტუმროს მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ცოდნა
** ლიდერული, ორგანიზაციული და ანალიტიკური უნარები
** სტუმარზე ორიენტირებული მიდგომა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ გარემოს და სასტუმროს დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას და შედეგზე მიბმულ საბონუსე სისტემას

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე: hr@mosaic.ge არა უგვიანეს 28 თებერვლისა და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე