Робота для біженців з України
საბაჟო დეკლარანტის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბაჟო დეკლარანტის ასისტენტი
მომწოდებელი: ნავთობკომპანია ქონექთი
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 15 მარტი
ნავთობკომპანია "ქონექთი" (Connect) 2014 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია ფლობს 140-ზე მეტ ავტოგასამართ სადგურს და 2025 წლიდან ოპერირებს საკუთარი ნავთობტერმინალით, რაც იმპორტისა და დისტრიბუციის სრული ციკლის მართვის შესაძლებლობას გვაძლევს.

ვეძებთ საბაჟო დეკლარანტის ასისტენტს, რომელიც ჩართული იქნება საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დამუშავებაში, სისწორის შემოწმებასა და დეკლარირების პროცესების მხარდაჭერაში.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ;
** ანაზღაურება: 2000 ლარი (NET);
** ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქუჩა #8.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საბაჟო დოკუმენტაციის დამუშავება და სისწორის შემოწმება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
** თანმდევი დოკუმენტაციის კონტროლი და გადამოწმება (ინვოისები, სერტიფიკატები და სხვა);
** საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული ოპერაციული პროცესების კოორდინაცია;
** კომუნიკაცია საბაჟო ორგანოებთან შესაბამისი სპეციალისტის მითითებების საფუძველზე;
** საბაჟო დეკლარანტის მხარდაჭერა ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, ლოჯისტიკის ან მონათესავე მიმართულებით);
** საბაჟო სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სასურველია მართვის მოწმობის ქონა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე დოკუმენტაციასთან მუშაობისას;
** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** ორგანიზებულობა და სისტემური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge 2026 წლის 15 მარტის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე