Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=702200&print=yes&view=jobs
 
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ევროინს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 18 მარტი
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე

"Euroins Insurance Group" 1998 წელს ბულგარეთში დაარსდა და ამჟამად 10 ქვეყანაში ოპერირებს, ესენია: რუმინეთი, ბულგარეთი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, პოლონეთი, საბერძნეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა და საქართველო.

"ევროინსი" ერთ-ერთი მძლავრი სადაზღვევო კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში. "ევროინსში" დაზღვეულია და მას ნდობას უცხადებს 2.5 მილიონი მომხმარებელი.

"ევროინსი" დამოუკიდებელი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც ათ ქვეყანაში აზღვევს ადამიანებს და ამარტივებს და გასაგებს ხდის დაზღვევას.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი;
** სამუშაო საათები: 09:30-17:30;
** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, მოსაშვილის N24;
** ანაზღაურება: 1 200 ლარი

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** FitPass ბარათს

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია მომსახურების სტანდარტების დაცვით;
** დაზღვეულთა სატელეფონო მომსახურება კონტრაქტის პირობების შესაბამისად;
** დაზღვეულთა ბაზაში მომხმარებლის იდენტიფიცირება და მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სრულყოფილად ასახვა პროგრამულ უზრუნველყოფაში;
** მომხმარებლისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და მიწოდება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საინფორმაციო-სატელეფონო სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული ან/და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2026 წლის 18 მარტამდე გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@euroins.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ქოლ-ცენტრის ოპერატორი.

სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიაში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიას" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია