Робота для біженців з України
ინქამინგ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინქამინგ მენეჯერი
მომწოდებელი: ტურისტული კომპანია
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
ტურისტული კომპანია ეძებს გამოცდილ და მოტივირებულ ინქამინგ მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება უცხოელი პარტნიორებისთვის ტურისტული პაკეტების დაგეგმვასა და განხორციელებაზე საქართველოში.

ლოკაცია: თბილისი/ჰიბრიდული
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ხელფასი: ფიქსირებული (გამოცდილების შესაბამისად) + მაღალი საბონუსე სისტემა

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალი ტურიზმის მიმართულებით პარტნიორებთან (ტუროპერატორები, აგენტები) კომუნიკაცია
** ინდივიდუალური და ჯგუფური ტურისტული პროგრამების დაგეგმვა, კალკულაცია და შეთავაზებების მომზადება
** სასტუმროებთან, ტრანსპორტის კომპანიებთან და სხვა ადგილობრივ მომწოდებლებთან მოლაპარაკება
** რეზერვაციების კოორდინაცია და კონტროლი (სასტუმროები, ტრანსპორტი, გიდები და სხვა სერვისები)
** ტურების მიმდინარეობის მონიტორინგი და პრობლემების ოპერატიული გადაჭრა
** ფასების, კონტრაქტებისა და მონაცემთა ბაზის განახლება
** ბაზრის ტენდენციების ანალიზი და კონკურენტული შეთავაზებების მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** სამუშაო გამოცდილება ინქამინგ ტურიზმში მინიმუმ 2 წელი
** ტურისტული პროდუქტების და საქართველოს ტურისტული მიმართულებების სიღრმისეული ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენის თავისუფლად ცოდნა (სხვა უცხო ენა ჩაითვლება უპირატესობად)
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** ორგანიზებული, პასუხისმგებლობიანი და დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ძლიერი უნარები

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს მზარდ ტურისტულ კომპანიაში
** კონკურენტულ ანაზღაურებას და საბონუსე სისტემას
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე: hr@mosaic.ge არა უგვიანეს 28 თებერვლისა და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე