Робота для біженців з України
ვიდეომონიტორინგის ოფიცერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეომონიტორინგის ოფიცერი
მომწოდებელი: Construction Service
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 18 მარტი
სამშენებლო კომპანია შპს "CONSTRUCTION SERVICE" აცხადებს საწარმოში ვიდეომონიტორინგის ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
სამუშაო ადგილი: რუსთავი

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოს ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების უწყვეტი მონიტორინგი;
** შესვლა-გამოსვლის პროცესების კონტროლი;
** პოტენციური რისკებისა და დარღვევების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება;
** მომხდარი ინციდენტების დაფიქსირება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება პასუხისმგებელ პირებთან;
** ყოველდღიური და პერიოდული (ყოველკვირეული) რეპორტების მომზადება;

ძირითადი მოთხოვნები:

** ვიდეომონიტორინგის სისტემებთან მუშაობის საბაზისო ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ყურადღება დეტალების მიმართ;
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV: JOBS@cs.ge

მნიშვნელოვანია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება "ვიდეომონიტორინგის ოფიცერი".

ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს CV-ს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "Construction service" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "Construction service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე