Робота для біженців з України
სოციალური მედია მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედია მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია ორბიტა
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 18 მარტი
შპს "კომპანია ორბიტა", არის მსხვილი სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანია, სხვადასხვა კატეგორიის, საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში 2004 წლიდან. კომპანია ორიენტირებულია გრძელვადიან პარტნიორობაზე, პორტფელის მაქსიმიზაციაზე და პროდუქტის ცნობადობის გაზრდაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: https://orbita.ge/

შ.პ.ს "კომპანია ორბიტა" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
ხელფასი: განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

** სოციალური ქსელების მართვა (Facebook, Instagram, Tiktok, Linkedin, Youtube);
** სოციალური ქსელებში განსათავსებლად ფოტო / ვიდეო / აუდიო კონტენტის შექმნა;
** Copywriting - კრეატიული და გაყიდვებზე ორიენტირებული პოსტების მომზადება და გამოქვეყნება;
** სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება და პასუხის გაცემა;
** სოციალური ქსელებისთვის საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნა;
** სამიზნე აუდიტორიების განსაზღვრა;
** სოციალური მედია კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
** კრეატიული ბრიფების მომზადება;
** სოციალური ქსელების გვერდებისთვის შესაბამისი ტონის, სტილისა და ვიზუალური ენის შერჩევა;
** სოციალური მედიის შედეგების მონიტორინგი, მიმდინარე მდგომარეობის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;
** სოციალური ქსელების მეშვეობით კომპანიის პოპულარიზაციის ამაღლება;
** სოციალური მედიის ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია მოკლე ვიდეო კონტენტის (TikTok, Reels, Shorts) სცენარების შექმნასა და მომზადებაში გამოცდილება;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია, Facebook, LinkedIn, Instagram, Tiktok, Youtube გვერდების ადმინისტრირების გამოცდილება;
** აუცილებელია Meta Ads Manager-ში მუშაობის გამოცდილება.

პირობები და ბენეფიტები:

** სამუშაო დღეები და საათები: ორშაბათი-პარასკევი;
** სამუშაო ადგილი: ოფისიდან ან/და დისტანციურად.
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორაციული ნომერი;
** ფიტპასი.

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@orbita.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სოციალური მედია მენეჯერი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საკონტაქტო პირი: ლაშა კაპანაძე

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "კომპანია ორბიტა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "კომპანია ორბიტა" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე