Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=702168&print=yes&view=jobs
 
ბუღალტრის თანაშემწე - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: ემერენ გრუპი
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 18 მარტი
შპს "ემერენ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

კომპანია აწარმოებს ხარისხიან ხილ-ბოსტნის ნაწარმის შეფუთვას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანიას ასევე აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, რომელიც პროდუქტს ანაწილებს საქართველოს მასშტაბით.

"ემერენ გრუპის" მთავარი მიზანია: განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

მისამართი: ქ.რუსთავი
ხელფასი: 1800 ლარიდან
სამუშაო განრიგი: ცვლადი სამუშაო განრიგი, რომელიც მოიცავს სამუშაო და დასვენების დღეების მოქნილ გადანაწილებას კომპანიის ოპერაციული საჭიროებების შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული დოკუმენტაციის შევსება და დამუშავება
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აქტების შედარება კლიენტებთან
** დოკუმენტაციის კორექტირება და დავალიანებების ამსახველი დოკუმენტაციის კონტრაგენტებისთვის მიწოდება
** ნაშთების მონიტორინგი და კონტროლი
** ფინანსური ანალიზის განხორციელება
** პროდუქციის კალკულაცია
** კონკრეტული პროდუქციების მიხედვით მოგების დაანგარიშება და ანალიტიკური შეფასება
** დღის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების დოკუმენტაციის შედარება და გადამოწმება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროგრამა Fina - მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა
** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების/ბუღალტერიის მიმართულებით)
** შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე
** RS.GE-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა, საქმისადმი პატივისცემა, მონდომებულობა, სტრესულ სიტუაციებში შეუფერხებლად მუშაობის შესაძლებლობა;
** კანდიდატს უნდა გააჩნდეს ლოგიკური აზროვნების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** მნიშვნელოვანია აპლიკანტი იყოს მუდმივად მოწესრიგებული და მიზანდასახული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტის მისამართზე: careermrn@gmail.com.

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია