Робота для біженців з України
ხარისხის კონტროლის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის კონტროლის მენეჯერი
მომწოდებელი: იფქლი დიღომი
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 17 მარტი
პურ-პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "იფქლი დიღომი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაშლიჯვარი

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოების პროცესის ყველა ეტაპის კონტროლი
** ჰიგიენის, დასუფთავებისა და დეზინფექციის ტესტირება
** პროცესების დოკუმენტირება და რეპორტინგი დარღვევებზე რეაგირება და მათი მიზეზების ანალიზი
** სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა კომპანიის პროდუქტებისა და პროცედურების ჩამოყალიბებაში.
** წარმოებული პროდუქციის ხარისხის შემოწმება და შესაბამისობის უზრუნველყოფა
** ნაშთების (ნედლეული / მზა პროდუქცია) კონტროლი და აღრიცხვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** პროფილური უმაღლესი განათლება
** ISO და HACCP სტანდარტების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოგზავნონ CV მისამართზე: ipklihr@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე