|
დასახელება:
მთავარი ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
იუნიდოორსი
|
|
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 17 მარტი
|
კომპანია "იუნიდოორს"-ს (მდფ კარების საწარმო) ესაჭიროება მთავარი ინჟინერი.
სავალდებულოა:
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მანქანა-დანადგარებისა და მათი აღჭურვილობის უზრუნველყოფასა და შეკეთებაში;
** რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების (Word/Excel) ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
** მანქანა-დანადგარების შეუფერხებლივ მუშაობის უზრუნველყოფა, მათი მოვლა, შეკეთება და მოდერნიზაცია.
** მანქანა-დანადგარებისთვის პრევენციული დაგეგმარების განხორციელება სამუშაო მზადყოფნისთვის;
** ხის გადამამუშავებელი მანქანა-დანადგარების საჭრელი ხელსაწყოების აღრიცხვა და ექსპლუატაციის კონტროლი;
** სამრეწველო შენობის შეკეთების, საინჟინრო ქსელების ორგანიზება და კონტროლი.
ანაზღაურება: 3000 ლარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რუსულენოვანი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: hr@unidoors.ge.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|